მთავარიპოლიტიკა

რომის პაპმა ფრანცისკემ სომხეთის პრეზიდენტი წმიდა საყდრის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

მისმა უწმიდესმა პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტ სარქისიანს უმაღლესი ორდენი Grand Collar of the Papal Order of Pius IX   გადასცა. ამის შესახებ ცნობას სომხეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

ჯილდო  პრეზიდენტ სარქისიანს გადასცა სომხეთში  ვიზიტით  მყოფმა  წმინდა საყდრის მთავარეპისკოპოსის მოადგილემ (სახელმწიფო მდივნის მოადგილე) გენერალურ საკითხებში ედგარ პენია პარამ

„პაპმა დამავალა, ვატიკანის უმაღლესი ჯილდო გადაგცეთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ედგარ პენია პარამ.  ერევანში სამოციქულო ეპარქიის გახსნით ჩვენ გვსურს დავამყაროთ ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა, ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის  ისტორიაში პირველი ქრისტიანული ერს“.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი სარქისიანი ერთადერთია  რეგიონში,  ვინც წმინდა საყდრის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.

პრეზიდენტმა სარქისიანმა  მიიჩნია, რომ ასეთი ჯილდოს მიღება მისთვის დიდი  პატივია, „მე ამას ჩემი მოკრძალებული მუშაობის შეფასებად მივიღებ, რადგან ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ მე ვიყავი სომხეთის პირველი ელჩი წმინდა საყდარში. მე ყოველთვის ვმუშაობდი სომხეთსა და ვატიკანს შორის მჭიდრო ურთიერთობებისთვის. დიდი მოკრძალებით  ვღებულობ ამ ჯილდოს და გპირდებით კიდევ მეტი გავაკეთო ამ მიმართულებით“.

ნახეთ მეტი
Back to top button