მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის გახანგრძლივებით. უსაფრთხოების საბჭოს ოფისი

სომხეთი დაინტერესებულია მთიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის გახანგრძლივებით მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ TASS-ზე დაყრდნობით, იტყობინება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ოფისი.

„სამწუხაროდ, უსაფრთხოების კუთხით ამ წუთებში საკმარისად სტაბილური მდგომარეობა არ არის. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, რის შედეგადაც დაიღუპა სომეხი სამოქალაქო პირი, რამდენიმე დაშავდა. „შესაბამისად, რუსი სამშვიდობოების ფაქტორი მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი იქნება მანამ, სანამ არ გადაწყდება მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის საკითხი“, – აცხადებენ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს ოფისში.

უსაფრთხოების საბჭოს ოფისში ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხების, მყ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, ის ასევე შესაქმნელი ინფრასტრუქტურის და ტვირთების უწყვეტი და სტაბილური გადაადგილების უსაფრთხოების გარანტს წარმოდგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button