
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლადდანიშნული მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად.
სომხეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ერევანში ყოფნისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლსონი 2-4 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
შიდა დებატების გარდა, კონფერენციის მონაწილეები გამართავენ შეხვედრებს სომხეთის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელების წინა კონფერენციები გაიმართა ბაქოში (2019 ․) და თბილისში (2018 წ.).