პოლიტიკა

ერდოღანმა განაცხადა, რომ მაკრონთან ერთად განიხილა პლატფორმა „3+3“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა  განაცხადა, რომ მან სამხრეთ კავკასიაში  „3+3“ პლატფორმის იდეა განიხილა თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

„…მაკრონმა წამოჭრა  სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის საკითხი. ჩვენ ვთქვით, რომ იქ ვიყავით (აზერბაიჯანში – რედ.) გასულ კვირას და ახლა პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს  ძმას ილჰამ ალიევს გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ეს პოზიტიური ნაბიჯები… ამ შეხვედრაზე (მაკრონთან)  რეგიონში წინა პლანზე წამოიწია  ექვსმხრივი პლატფორმის შექმნის საკითხი. „რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი, თუ ყველა თანახმაა, ჩვენ შევქმნით აქ მშვიდობის პლატფორმას“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მანამდე, „Anadolu“-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის მიმართ, მაგრამ თუ პროექტი განხორციელდება, რეგიონი შეიძლება გადაიქცეს მშვიდობის პლატფორმად.

ნახეთ მეტი
Back to top button