ანალიტიკამთავარი

ერდოღანმა “3 + 3” 20-მდე გაზარდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა G20-ის სამიტზე წამოჭრა სამხრეთკავკასიური „3+3“ ფორმატის საკითხი და განაცხადა, რომ ეს რეგიონს მშვიდობას მოუტანს. „3 + 3“-ის თემაზე ასევე ისაუბრეს ჩავუშოლლუმ და ლავროვმა, რომლებიც G20-ის ფარგლებში შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ამ კუთხით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ თემაზე „აზრთა გაცვლა“ მოხდა.  არა დისკუსია, არამედ „აზრთა გაცვლა“, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთი და თურქეთი „3+3“-ის განხილვის პრაქტიკულ ეტაპზე არ არიან. ეს, თავის მხრივ, აჩენს კითხვას, არ არიან იმიტომ, რომ  ყველაფერი  განიხილეს და შეთანხმდნენ, თუ  პირიქით, მიდგომები და მოტივები საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავნი არიან. მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოა, თორემ თუ ყველაფერი შეთანხმებულიაა, მაშინ   “აზრთა  გაცვლა” საჭირო აღარ  იქნებოდა.

„3+3“-თან დაკავშირებით მიღებულია, რომ ეს არის რუსულ-თურქული ფორმატი, რომლითაც ცდილობენ დასავლეთის განდევნას სამხრეთ კავკასიიდან. ეს გარკვეულწილად პრიმიტიული დაკვირვებაა, ზედაპირული და სიღრმისეულად სურათი შესამჩნევად განსხვავებულია. ამას მოწმობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ბოლო განცხადება, რომ აშშ ცდილობს ეს ღონისძიება წარმოაჩინოს როგორც რუსეთის იდეა, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას, მაგრამ სინამდვილეში ეს თურქულ-აზერბაიჯანული იდეაა. რუსეთი ამ მხრივ ანკარასთან რომ შეთანხმებულიყო, ზახაროვა ვერ  გააკეთებდა ასეთ განცხადებებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ „3+3“-ით   ანკარა ცდილობს არცახის  წინააღმდეგ  მისი ომის შედეგების პოლიტიკურად რეზერვირებას, არსებული ვითარების ლოკალიზებას  რეგიონული მასშტაბით.

თურქეთის მოტივი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში ანკარა მიიღებს გავლენას  რუსეთის მიმართ და ყველაზე კომფორტულ გარემოში, რათა მოახდინოს თავისი უპირატესობის რეალიზება  რუსეთზე.  საქმე ისაა, რომ მიუხედავად ერდოღანის ამბიციური, დამოუკიდებელი პოლიტიკისა, თურქეთი ჯერ კიდევ შორს არის ფართო გეოპოლიტიკური თამაშისაგან.  თურქეთი საკმაოდ მოქნილია, ეფექტურია ცალკეულ რეგიონულ „ბლოკებში“, მაგრამ ფართო „დაფის“ ლოგიკაში რუსეთი ლიდერობს.  მისი თქმით, რეგიონში მოსკოვთან უპირატესობის მოსაპოვებლად ანკარა ფორმატის მაქსიმალური ლოკალიზაციისკენ ისწრაფვის. მაგალითად როგორც ეს სირიაში იყო. რუსეთისათვის  სიტუაცია ორაზროვანია. მოსკოვს ერთი მხრივ არ სურს თურქეთთან კონფრონტაციაში შესვლა, მას ეს  არასახარბიელოდ მიაჩნია, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ომისშემდგომ პერიოდში რუსებს ურჩევნიათ მიაღწიონ არა  რუსულ- თურქულ  ფორმატს, არამედ უფრო ფართო, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, სადაც მათ წარმოდგენილი აქვთ საკუთარი დომინანტური  როლი.  

 რა თქმა უნდა, ეს საკითხები ასე ერთი ხელის მოსმით გადასაჭრელი არ არის.  მოსკოვი ამ დროისთვის  ამჯობინებს ორივე მიმართულებით თამაშს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იძლევა  საბოლოო თანხმობას არც  თანათავმჯდომარეებთან და არც „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით. ამჟამად ის ცდილობს „იდრეიფოს“   ორივეს შორის და დაიკავოს მისთვის სასურველი პოზიცია, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ  ნათელი არ არის, თუ რა ელოდება ერდოღანს შიგა პრობლემების „ზღვაში“,  შესძლებს ცურვას,  თუ დაიხრჩობა  და დახმარებას ითხოვს?

ავტორი ჰაკობ ბადალიან

წყარო: 1in.am

ნახეთ მეტი
Back to top button