ანალიტიკა

მიღმა დარჩენილი თურქეთისაგან განსხვავებით, სომხეთი მზადაა დემარკაციისათვის

სომხეთის რესპუბლიკა მზად არის აზერბაიჯანთან დემარკაციის პროცესი დაიწყოს, მაგრამ აზერბაიჯანი ამაზე არ თანხდება. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, იუწყება 1in.am.  „მიჭირს იმის თქმა, რატომ არ იწყებს აზერბაიჯანი დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ დემარკაციის პროცესი, ასევე მზად ვართ დავიწყოთ ამ სამუშაო ჯგუფის ყველა წინადადების განხილვა. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  მიდგომაა სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარკის პრინციპით  გაყვანა, ამ ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების განლაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

აზერბაიჯანისთვის საკვანძო საკითხია ის, რომ დემარკაციის პროცესი არ მოიცავს არცახის სტატუსის საკითხს, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქო არ ღებულობს რაიმე ამონახსნს არცახის სტატუსთან დაკავშირებით.  ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბოლო განცხადებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის შესახებ, როგორც ჩანს, არ მოჰყოლია ხელშესახები ან აქტიური პასუხი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საფრანგეთისა და შეერთებული შტატებისგან, რომლებიც დროდადრო ლაპარაკობენ ამ ღიად დატოვებულ საკითხზე.

პუტინის განცხადებებს არ მოჰყოლია აქტიური გამოხმაურებები სტატუსის საკითხის ღიად არსებობის შესახებ, რაც  იმაზე მეტყველებს, რომ საფრანგეთი და შეერთებული შტატები ვერ ხედავენ ამ გარემოების შემაფერხებელ ან დამაზიანებელ ელემენტებს. ამასთან, აზერბაიჯანს აქ რა თქმა უნდა არ ჰყავს ძალა, რომ დამოუკიდებლად შეეწინააღმდეგოს, ანკარა კი ჯერ-ჯერობით აკავებს ბაქოს, ცდილობს არ დარჩეს დემარკაციის პროცესების მიღმა.  

საქმე ისაა, რომ ამ პროცესის განხორციელების ან დაწყების შემდეგ ანკარა შესაძლოა თამაშს მიღმა დარჩეს, რადგანაც თამაშის  „არცახული ნაწილი“   მოექცევა თანათავმჯდომარეობის ფორმატის ქვეშ. აქ  მთელი პრობლემა ის არის, რომ მაშინ მას შეიძლება ჩამოერთვას რაიმე სტატუსი, მათ შორის, რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრიც. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ის შეიქმნა ერთი წლის ვადით. ეს არ გამორიცხავს რომ ვადის  გახანგრძლივებას, მაგრამ ძალიან საგულისხმოა, რომ სამშვიდობოების განლაგება განისაზღვრა ხუთი წლით, ხოლო რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრისა – ერთი წლით.

ნახეთ მეტი
Back to top button