პოლიტიკა

სააკაშვილმა 20 კილოგრამი დაიკლო, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მან უკვე 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და მისმა მეგობარმა ლიზა იასკომ რუსთავის ციხეში სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, წერს „ჯორჯია-ონლაინი“.

„მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეს ასე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს არის ძალიან მტკივნეული და უსამართლო, მაგრამ თუ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშა და საერთოდ ნებისმიერი მომავალი. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამაზე საუბარი, იმის ყურება, თუ როგორ უარესდება მისი მდგომარეობა ყოველდღე. მას ძალიან სჭირდება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება და ეს არ შეიძლება იყოს გლდანის კლინიკა. „ასევე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მოწოდებისა, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. „მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მაგრამ ის ძლიერია. ახლა გაბრაზება აძლევს მას გამბედაობას, რადგან ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა საქართველოს მოქალაქეებს დაუკეტეს… შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button