ანალიტიკა

საქართველოში დასრულდა, თუ ყველაფერი ახლა იწყება? მნიშვნელოვანი სომხეთისთვის

საქართველოში აჯამებენ  ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურს, სადაც მთავარი ბრძოლამიმდინარეობდა  თბილისის მერის პოსტისთვის მმართველ „ქართულ ოცნებას“ და მიხელ სააკაშვილის მიერ დაარსებული  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.   ინტრიგა განსაკუთრებით გამძაფრდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ახლა პატიმრობაში იმყოფება.

მის მიმართ ბოლო წლებში რამდენიმე დაუსწრებელი განაჩენი გამოიტანეს. სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებში დაბრუნდა თავისი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, საზოგადოების მხარდამჭერების გასამხნევებლად. დაბრუნების შესახებ  მან 2 ოქტომბერს დილით ბათუმიდან  გავრცელებულ ვიდეოში დააანონსა. ის უკვე 3 ოქტომბერს დააკავეს. 30 ოქტომბერს, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურამდე,  პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს ,  ოპოზიციური ძალების კოალიცია შექმნა, რომელსაც თითქმის ბოლო მომენტში შეუერთდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სააკაშვილის რევოლუციური მოკავშირე, შემდეგ კი მისი ოპოზიცია ნინო ბურჯანაძე.  თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, კოალიციამ მოქმედი კანდიდატი, მოქმედი მერი კალაძე ვერ დაამარცხა. კალაძემ  55% მიიღო, სააკაშვილის კანდიდატმა ნიკა მელიამ – 44%. არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გადაწყვიტონ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და 7 ნოემბერს დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა, რაც მისი გადადგომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ოპოზიციის აქცია იყო საქართველოში, სადაც დაახლოებით 50 000 მონაწილე შეიკრიბა. რამდენი ადამიანი შეიკრიბება  7 ნოემბერს? შესაძლოა, ამაზეა დამოკიდებული  საქართველოს განვითარების ლოგიკა. იქნება 7 ნოემბერი სიტუაციის გაყინვისაკენ მიმართული გზა, თუ პირიქით?  საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება, მორიგი საპარლამენტო არჩევნები, ამასთან აღნიშნავს, რომ მანამდე „ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებს“. გეგმავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ხელმძღვანელობით ძალის განეიტრალებას და შემდეგ  ახალი ძალის შექმნას, რომელიც მეორე პოლუსზე პრეტენზიას გამოთქვამს? მაგალითად, განიხილება თუ არა ამ ფორმატში  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას პარტია, რომლის შექმნასა და გაძლიერებას შესაძლებელია ხელი შეუწყოს „ქართულმა ოცნებამ“.  

გახარია იყო „ქართული ოცნების“ მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, თუმცა მოგვიანებით თანამდებობა შიდა უთანხმოების გამო დატოვა. ამასთან, მრავალთა აზრით,  გახარიას ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვების საქმეში.  ნიშნავს თუ არა ეს, რომ სააკაშვილის ძალას შეუძლია სცადოს ე.წ. „ვა ბანკზე“ წასვლა? თუ   შემუშავებულია გრძელვადიანი ბრძოლის სტრატეგია? ეჭვგარეშეა, რომ მეზობელ საქართველოში უკვე ორი-სამი წელია, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისი გრძელდება, იქნება ის აქტიური, ცხელი თუ ცივი ეს არის საკითხავი.

სომხეთისთვის მინიმალური საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს სტაბილურობა და ამავდროულად გარკვეული პროგნოზირებადობაა. პროგნოზირებადობა ორი საგარეო ურთიერთობის გაგებით: პროგნოზირებადობა ერთის მხრივ ევროატლანტიკური კურსის გაგრძელებაში, მეორე მხრივ რუსეთთან ზომიერი რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ავტორი ჰაკობ ბადალიან

წყარო: 1in.am

ნახეთ მეტი
Back to top button