მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტყვეების დაბრუნებასა და რუკების გაცვლაზე ისაუბრეს

სატელეფონო საუბრისას სომხეთისა  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არარატ მირზოიანმა და სერგეი ლავროვმა ისაუბრეს 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილ სამმხრივ დოკუმენტზე, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ყველა საომარ მოქმედებებზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის საკითხებს,  უპირველეს ყოვლისა, ტყვეების  დაბრუნებას, დანაღმული  ველების რუქების გადაცემას, რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის აღმოფხვრის, სამხრეთ კავკასიაში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის, რეგიონული თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნის საკითხებს.

ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ინციდენტების პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის საკითხებს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს არაერთი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button