მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი შეხვდა ჯო ბაიდენის, ემანუელ მაკრონისა და რიგი სხვა ქვეყნების ლიდერებს

2 ნოემბერს, გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ  კონვენციის მონაწილე მხარეების 26-ე ფორუმის  მეორე დღეს  გრძელდება მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებისა და მთავრობათა მეთაურების გამოსვლები კლიმატის დაძლევის გადაუდებელ ნაბიჯებზე.

გლაზგოს კონფერენცია მიზნად ისახავს კოორდინირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

დღესვე დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის გამოსვლაც. მანამდე პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, მონაკოს პრინც ალბერ II-ს, კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფ.ათაჰ ალ სისი და ფორუმის მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებს.

ნახეთ მეტი
Back to top button