ფაშინიანი იბრძოდა ოლიგარქის წინააღმდეგ, რომელიც 4-ჯერ აჭარბებდა ივანიშვილს: სააკაშვილი
ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღაშფოთა. მან სომეხი ხალხის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა.
სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თავს დამცირებულად გრძნობს, ძალიან გაბრაზებულია, ნებისმიერ ქართველს, ვინც მას პატივს სცემს, ასეთივე განცდა უნდა ჰქონდეს. ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედი ხელისუფლების დამხობისა და ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.
„ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ეს გააკეთა. ფაშინიანი ივანიშვილზე 4-ჯერ მეტი ოლიგარქის წინააღმდეგ იბრძოდა. არჩევნები იქაც გაყალბდა, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სომხეთში ხალხი ქუჩებში გამოვიდა და იქმადე აპროტესტებდა სანამ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნეს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც უნდა მოხდეს.