საზოგადოება

კათოლიკე სომეხთა კილიკიის კათოლიკოს-პატრიარქი ამჟამად შეასრულებს რამდენიმე ქვეყნის სომეხთა წინამძღვრის მოვალეობას

კათოლიკე სომეხთა კილიკიის კათოლიკოს-პატრიარქი  ამჟამად გააგრძელებს  სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შესრულებას საეპისკოპოსო სინოდის მომავალ მოწვევამდე. ამის შესახებ იუწყება სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკური ხელმძღვანელობა.

სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხთა კათოლიკოსის წინამძღვარი არქ. ტ. რაფაელ არქიეპისკოპოსი მინასიანი 2021 წლის 23 სექტემბერს რომში გამართულ სომეხთა კათოლიკური სინოდის არჩევნების შედეგად, კილიკიის კათოლიკე სომეხთა კათოლიკოს პატრიარქად იქნა არჩეული, მაგრამ  კათოლიკოს პატრიარქის მოვალეობის პარალელურად, რომის წმინდა ტაძრის განკარგვით, გააგრძელებს  სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შესრულებას საეპისკოპოსო სინოდის შემდეგ მოწვევამდე – ახალ  წინამძღვარ ეპისკოპოსის ასარჩევად.

მანამდე 2021წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით კათოლიკოსმა რაფაელ პეტროს IA-მ პატრიარქად დანიშნა გარნიკ ჰოვსეფიანი, რომელიც გამოვა კათოლიკოს პატრიარქის სახელით და მიმდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს კათოლიკოს პატრიარქთან კონსულტაციის შემდეგ.

არმენუჰი მხოიანი

ნახეთ მეტი
Back to top button