ეკონომიკა
მინისტრი: სომხეთიდან პროდუქციის ექსპორტი თითქმის 30%-ით გაიზარდა
2021 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთიდან არა თუ ნედლეულის, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი თითქმის 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა 2 ნოემბერს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, სპილენძის მსოფლიო ფასების ზრდის გამო, გაიზარდა ნედლეულის ექსპორტიც. „სახელმწიფო ექსპორტის დაზღვევის სააგენტომ საგრძნობლად გაზარდა საექსპორტო ხელშეკრულებების დაზღვევა და წელს მისი მოცულობა 50 მილიარდ დრამს მიაღწევს“, – განაცხადა ქერობიანმა.