ანალიტიკამთავარი

მშვიდობის პლატფორმა მრავალი პრობლემით

2-4 ნოემბერს ერევანში ჩატარებული  კონფერენციის ფარგლებში ხაზგასმული იქნება სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლადდანიშნული მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი სომხეთში ამ მიზნით ჩავიდა, ის  სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე ეწვევა აზერბაიჯანსა და საქართველოს. კონფერენციას ასევე ესწრებიან აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი აზერბაიჯანში ლი ლიცენბერგერი, მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებებში ენდრიუ ჩაფერი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკი. კონფერენცია ტარდება  რომში G-20-ის სამიტის შემდეგ, სადაც განხილული იქნა რეგიონალური საკითხები, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონში სამშვიდობო პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა.  „თუ რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო და მათ გვერდით სომხეთს მიიღებენ, მშვიდობის პლატფორმა შეიქმნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ეს იდეა, რომელიც ერთი შეხედვით მშვიდობისმოყვარეობის შთაბეჭდილებას ტოვებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, შესაძლოა სომხეთისთვის საფრთხეს შეიცავდეს, დაწყებული სიუნიქიდან დერეფნის გამოძალვის მისწრაფებებით, – ფიქრობს პოლიტოლოგი არმენ ბაღდასარიანი. სომხეთი გამორიცხავს დერეფნის შესახებ ყველანაირ ჭორს, ოფიციალურ დონეზე საუბარია მხოლოდ ადრე არსებული გზის აღდგენაზე, განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების გარეშე. „რადიოლურთან“ საუბარში ბაღდასარიანი ჯერ ხაზს უსვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯან-თურქეთის მიდგომები სიუნიქით გზის გახსნის საკითხში ძალიან განსხვავებულია. განსხვავებულია შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეხედულებები რეგიონულ საკითხებზეც.

აშშ სულ უფრო აქტიური ხდება სომხეთში. ამას მოწმობს აშშ-ის ელჩის ვიზიტი სომხეთის რეგიონებში, რომელიც  მათ შესახებ საჯაროდ ფოტოებით ყვება, – „ჰაილურთან“ საუბარში ამბობს სამხედრო ექსპერტი კარენ ჰოვჰანნისიანი.  შეერთებულ შტატებს სურს შეასრულოს თავისი უნიკალური როლი ჩვენს რეგიონში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლადდანიშნული მოადგილის მონაწილეობა კონფერენციაში ამის დასტურია. ამერიკული დიპლომატიური ინიციატივების გააქტიურებასთან ერთად, მე-6 პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მსჯელობაც მძაფრდება. რუსეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ირანმა უკვე გაცვალეს პოზიტიური გზავნილები ამაზე, სომხეთი ამ თემას განიხილავს, საქართველო კი ამის წინააღმდეგია. სამხედრო ექსპერტის  თქმით, გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შესაძლებელია რუსულ-ამერიკული ინტერესების ახალი შეჯახება, რაც შესაძლოა არცახის საკითხშიც გამოვლინდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია არცახისთვის სტატუსის მინიჭება. სიუნიქთან დაკავშირებით შიში დიდი არ არის, რადგან იქ ირანია  დაინტერესებული. საკმარისია წითელი ხაზები დაირღვეს და თეირანი სამხედრო ძალას გამოიყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მშვიდობის სავარაუდო პლატფორმაზე რამდენიმე კონფლიქტია და აქ ბევრი ინტერესი ეჯახება, ამ პროცესებს, კარენ ჰოვჰანნისიანის თქმით, დიდი დრო დასჭირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button