ანალიტიკამთავარი

სააკაშვილმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას სომხურ-ქართულ ურთიერთობებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში მყოფ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, ებრძოლათ ,,ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნიკოლ ფაშინიანი ებრძოდა ყოფილ სომხურ რეჟიმს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ფაშინიანმა ივანიშვილზე ოთხჯერ ძლიერი ოლიგარქი დაამარცხა. რა არის სააკაშვილის საზომი ერთეული, საინტერესო არაა. სომხეთს ბევრად უფრო აინტერესებს, რა შეიძლება განვითარდეს საქართველოში, რამდენად შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი საიმედო, მთავარი სახმელეთო კავშირია ევროპასთან, ისევე როგორც რუსეთთთან, სომხეთის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორთან. ის, რომ სააკაშვილი ცდილობს ქართული საზოგადოების გამოყვანას დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, რა თქმა უნდა, მისი, მისი მხარდამჭერების და ქართული საზოგადოების საქმეა. თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა არ შეეცადოს ამ საქმეში სომხეთის, სომხეთის საზოგადოებისა და სომხეთის ხელისუფლების ჩართვა, მათ შორის რიტორიკის დონეზე. მას და მის მხარდამჭერებს და მის გუნდს შეუძლიათ შეიმუშაონ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი მეთოდოლოგია, მათ შორის ისიც, რაც სომხურმა საზოგადოებამ გამოიყენა 2018 წლის არაძალადობრივი რევოლუციის განსახორციელებლად.

თუმცა, სომხეთის ინტერესებში საერთოდ არ არის ის, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეიძლება ჩართოს სომხეთი, სომხეთის მთავრობა, სომხური საზოგადოება როგორც ე.წ. მოქმედ მაგალითად ჩაითრიოს შიდაქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში, რითაც გამოიწვიოს სომხეთის მიმართ ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის სხვადასხვა ხასიათის რეაქციების რისკი. უდავოა,  რომ ასეთი რისკების გამოყენებას სტაბილურად და თანმიმდევრულად შეეცდებიან თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ უკვე დიდი გავლენა აქვთ საქართველოში.

ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თურქებსა და აზერბაიჯანელებს არ მისცეს საქართველოში სომხეთის წინააღმდეგ აქტიური მუშაობის რაიმე საბაბი ან საშუალება, თუ მისი მიზანი არ არის სომხურ-ქართული ურთიერთობების დესტაბილიზაცია. როგორ განვითარდება შიდაპოლიტიკური ბრძოლა საქართველოში, ეს ამ ქვეყნის საშინაო საქმეა, საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების საქმეა. სომხეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სტაბილურობა, ასევე სომხეთისა და სომხებისადმი დამოკიდებულების სტაბილურობა და სანდოობა ქართულ საზოგადოებაში. ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამას, არ შეიძლება იყოს არც სომხეთის და არც საქართველოს ინტერესებში. დანარჩენი ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის საქმეა.

ავტორი – ჰაკობ ბადალიანი

ნახეთ მეტი
Back to top button