სახელმწიფო გეგმავს ინვესტიციებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლას
სახელმწიფო გეგმავს ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლას, მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდიდან ინვესტიციებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკურ, საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საბიუჯეტო განხილვისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკის სამინისტროს არასასოფლო-სამეურნეო ბლოკისთვის დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.
მინისტრმა შეახსენა: „მთავრობამ მიზნად დაისახა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს 7-9%-იანი წლიური ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლა, მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდადან ინვესტიციებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა“.
ქერობიანმა აღნიშნა, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინვესტიციების მომსახურებას და მხარდაჭერას იმ მომენტამდე, როდესაც ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას. ასევე იგეგმება გარკვეული მასტიმულირებელი ინსტრუმენტების დანერგვა.