მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პროგრამები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია  მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 2 ნოემბერს ჩავიდა.

“სრ თავდაცვის  სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ  შედგა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების  პირადი საუბარი, რასაც მოჰყვა დელეგაციის გაფართოებულ შემადგენლობასთან შეხვედრა”, – ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს  სრ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან კავშირის დეპარტამენტი.

სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა სტუმარს გააცნო  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება. საუბრისას  ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სრული მშვიდობისა და მდგრადი განვითარების აუცილებლობას.

შეხვედრაზე განხილული იქნა  საერთაშორისო და რეგიონულ  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები,  ისევე როგორც  თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანის თანამშრომლობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ეწვევა სომეხთა გენოციდის მემორიალს, რათა პატივი მიაგოს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button