მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

მიესალმა რა სტუმარს პრემიერმა თქვა:  „მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს ძალიან მაღალი დინამიკა შეიმჩნევა, მიხარია, რომ ეს დინამიკა მტკიცდება თავდაცვის მინისტრის ვიზიტით. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები  და  პირადი კონტაქტები მთავრობის წევრებს შორის“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა:  „ჩემთვის დიდი პატივია თქვენნაირი ბიოგრაფიის  მქონე ადამიანთან შეხვედრა. თავდაცვის მინისტრობამდე ვიყავი იმ მინისტრის მოადგილე, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა და მიხარია, რომ თქვენი ურთიერთობა ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველია. ჩემი ვიზიტი არის იმ თანამშრომლობის გაგრძელება, ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, იქნება უწყვეტი“.

ნიკოლ ფაშინიანმა თბილად მოიკითხა მისი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობასთან დიალოგი დაფუძნებულია  ურთიერთნდობაზე, რაც კარგი საფუძველია სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისთვის. ორმხრივი კავშირების განვითარების, არსებული პოტენციალის რეალიზაციის კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფართოებულ პარტნიორობას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა და მისი გაფართოებისკენ მიმართული პროგრამები შეაფასა ეფექტურად.

მხარეებმა აზრები გაცვალეს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისა  და რეგიონულ საკითხებზე.  

ნახეთ მეტი
Back to top button