კულტურა

სომხურ საქველმოქმედო საერთო ფონდის დარბაზში იხსნება ფოტოგამოფენა სახელწოდებით “აღმოაჩინე ჯავახეთი”.

დღეიდან 10 ნოემბრამდე ერევნის ცენტრში იპოვით პატარა ჯავახეთის კუთხეს თავისი უნიკალური ფერებით, არომატით და ტრადიციებით. დღეს სომხურ საქველმოქმედო საერთო ფონდის სომხეთის დარბაზში, მელიქ ადამიანის 2/2-ში, გაიხსნა ფოტოგამოფენა  სახელწოდებით “აღმოაჩინეთ ჯავახეთი”.

ფონდმა “ჯავახეთის მხარდაჭერა” სრ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროსთან, სომეხ ფოტოგრაფთა ეროვნულ ასოციაციასთან და სომხეთის გენერალურ საქველმოქმედო კავშირთან თანამშრომლობით 27 – 29აგვისტოს მოაწყო სამდღიანი ფოტოსესია სახელწოდებით “აღმოაჩინე ჯავახეთი”..

პროექტის მონაწილეებმა, სომეხმა და ქართველმა ფოტოგრაფებმა სომხეთიდან და საქართველოდან, სამი დღის განმავლობაში დაათვალიერეს ჯავახეთის სხვადასხვა რეგიონები, სოფლები და ქალაქები, გაეცნენ სოფლის დასახლებების ყოფასა და წეს-ჩვეულებებს, რა თქმა უნდა გადაიღეს ყველაფერი, რაც გასაოცარი, აღმაფრთოვანებელი და შთამბეჭდავი იყო.

ეს გამოფენა ძალზე მნიშვნელოვანია ჯავახეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს წარმოჩენის თვალსაზრისით. აქ ნახავთ ჯავახეთის სახეს, შრომას, რწმენას და ეკლესიას, სახლს და ბუნებას.

სრ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ არაიკ ხზმალიანმა დარბაზში დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ მოეწონა ფოტოები, რომლებშიც ჯავახური ცხოვრებაა ასახული, სადაც არის ადამიანის სახეები, ღიმილი, რეალობა, ოჯახი, კერა. „ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობა დიდი პატივია, რადგან რასაც ფონდი ჯავახეთში აკეთებს, ის აკეთებს უმაღლეს დონეზე და კულტურული სტანდარტებით. ამას წინათ ვაჰან ტერიანის რესტავრირებული საგამოფენო დარბაზის გახსნაზე ვიყავი. “„ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი კარნახობს მაღალ გემოვნებას, მაღალ სტანდარტებს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში.”

გამოფენის გახსნაზე სომეხ ფოტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგეი ჰაკობიანმა, რომელმაც ფოტოკამპანიის დროს მონაწილეებს გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა, აღნიშნა, რომ ჯავახეთი აღმაფრთოვანებელია თავისი პეიზაჟებით, ხალხით, ტრადიციებითა და რწმენით, მათი ერთგულებითა და იდუმალი და ლამაზი ადგილებით, რომლებიც უსასრულოა.

ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამველ მკოიანმა აღნიშნა, რომ კამპანიის „მოდით აღმოვაჩინოთ ჯავახეთი“ მიზანი იყო ჯავახეთის აღმოჩენა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს რეგიონს, ცხოვრებას და ტრადიციებს, რეგიონი კი ძალიან მდიდარია თავისი ბუნებით, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით და ხალხით.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოსესიის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ექსპერტების მადლობის სიგელები.

ნახეთ მეტი
Back to top button