პოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან შეხების მონაკვეთზე უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზოლი

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან შეხების რაიონებში დემილიტარიზებული უსაფრთხოების ზონის შექმნა გადაუდებელი აუცილებლობაა, განაცხადა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეს არის სომხეთის საზღვრისპირა მოსახლეობის უფლებების დაცვის ძირითადი გარანტია.

თათოიანმა აღნიშნა, რომ არაერთი ვიზიტი განხორციელდა სომხეთის საზღვრისპირა დასახლებებში, ჩატარდა კვლევები სიუნიქსა და გეღარქუნქში. სომხეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის ანგარიშმა კონკრეტული ფაქტებით აჩვენა საფრთხეები. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეს ვრცელი დოკუმენტი გადაეგზავნება სამთავრობო უწყებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„მოხსენების შედგენისას დავრწმუნდით, რომ სომხეთის სასაზღვრო ჯარების, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ გმირულ სამსახურს, ეკისრებათ ექსკლუზიური მისია დაიცვან სომეხი მოსახლეობის სიცოცხლე, მშვიდობიანი უფლება, თანაცხოვრება და ყველა სხვა სასიცოცხლო უფლება“, – განაცხადა არმან თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button