ანალიტიკამთავარი

ამერიკულ-ქართული ღირსშესანიშნავი პარალელი ერევანში

თარგმანი

2 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ბურჭულაძე სომხეთის თავდაცვის მინისტრსაც შეხვდა. მასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მზაობა გამოთქვა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ხაზი გაუსვა მაღალჩინოსნებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას და თბილი მოკითხვა გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს.

სომხურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოხატა  სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფიისადმი  პატივისცემა. ერთი მხრივ, სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბარი არასდროს არ არის ზედმეტი, მეორე მხრივ, დროა ამ ურთიერთობების მნიშვნელობა საქმით იქნას განმტკიცებული.  თუმცა, ამ დროისთვის ორ ქვეყანას საერთო ბუნებრივი ინტერესები აქვს, მაგრამ საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით სხვადასხვა განზომილებებში არიან, მიუხედავად იმისა, რომ არიან გეოგრაფიულად მოსაზღვრე მეზობლები. ამ რთულ ვითარებაში, ქართული ინიციატივა, იყოს შუამავალი პლატფორმა ერევანსა და ბაქოს შორის, მიზნად ისახავს გარკვეული სირთულეებიდან  ქმედითი გამოსავლის პოვნას, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვაშინგტონთან საქართველოს მუშაობის კოორდინაციის გარეშე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი  აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტის შემდეგ მალევე ჩამოვიდა სომხეთში. ალბათ, კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია, რომ ვიზიტი ემთხვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონის რეგიონულ ვიზიტს. გარდა ამისა, ოლსონი სომხეთში 2 ნოემბერს ჩამოვიდა და ერევანში მოეწყო ამერიკელი დიპლომატების რეგიონული შეხვედრა. 2018 და 2019 წელს ასეთი შეკრებები გაიმართა ბაქოში და თბილისში. ერევანში  2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდემიის გამო არ შედგა.

ფაქტობრივად, ოლსონის რეგიონალური ვიზიტი არის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი „კონცეპტუალური“ კვლევა კავკასიაში ვითარების შესახებ, რომელმაც ახალი სტატუს კვო მიიღო არცახის წინააღმდეგ ომის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დასკვნას გამოიტანს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, თუმცა უკვე შესამჩნევია, რომ საქართველოს პლატფორმის ვარიანტი, როგორც  აშშ-ს რეგიონული პოლიტიკის ინსტრუმენტარიუმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.

ავტორი ჰაკობ ბადალიან

წყარო: 1in.am

ნახეთ მეტი
Back to top button