საზოგადოება

დროშა რომ დაინახეს, შეაგინეს. სომეხმა დიანა მარტიროსიანმა მოსკოვში სამი აზერბაიჯანელი სცემა

გუშინ მოსკოვში სომეხმა დიანა მარტიროსიანმა 3 მთვრალი აზერბაიჯანელი მამაკაცი სცემა. დიანა 23 წლისაა, დაკავებულია სპორტის სახეობით – ბრძოლა წესების გარეშე, აქვს 9 მედალი და მრავალი დიპლომი. ამის შესახებ იტყობინება yerkramas.org.

აზერბაიჯანელები იყვნენ 23, 19 და 24 წლის. შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დიანა სპორტული დარბაზიდან სახლში ბრუნდებოდა, მას ეცვა სომხეთის დროშით სპორტული ქურთუკი და ეჭირა ჩანთა, მთვრალი აზერბაიჯანელებმა დროშის დანახვისას დაიწყეს მისი ლანძღვა, რის გამოც დიანამ ისინი სცემა. აზერბაიჯანელები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 წლის ილჰამს ცხვირისა და ყბა-სახის მოტეხილობა დაუდგინდა, დანარჩენ 2-ს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოდან გაწერეს.

ნახეთ მეტი
Back to top button