საზოგადოება

იუნესკოს პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდა აკადემიკოსი იური ჰოვჰანნისიანი

საბაზისო მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული მიღწევებისთვის რუსეთის მეცნიერი, აკადემიკოსი იური ჰოვანნისიანი დაჯილდოვდა დ.ი. მენდელეევის სახელობის იუნესკოს-რუსეთის საერთაშორისო ჯილდოთი. ინფორმაციას ავრცელებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია.

მეცნიერმა ეს მაღალი ჯილდო მიიღო რევოლუციური აღმოჩენების აღიარებისთვის, რომლებმაც გააფართოვეს პერიოდული ცხრილის საზღვრები, ასევე მნიშვნელოვანი წვლილისთვის გლობალური მასშტაბით ძირითადი მეცნიერებების განვითარებაში.

დაჯილდოების ცერემონია 15 ნოემბერს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

იური ჰოვანსიანი არის ატომის ბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის, ბირთვული რეაქციების შესწავლის, მენდელეევის პერიოდულ სისტემაში ახალი ელემენტების სინთეზისა და თვისებების შესწავლის, დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებლების ფიზიკისა და ტექნიკის, ნანოტექნოლოგიებში აჩქარებული მძიმე იონების გამოყენების სპეციალისტი. ჰოვჰანნისიანი მძიმე იონური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

მისი ხელმძღვანელობით 2000-იან წლებში ბირთვული კვლევების ინსტიტუტში აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტები, 113-დან 118-ის ჩათვლით.

2016 წელს თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა მენდელეევის პერიოდულ სისტემაში 118-ე ქიმიურ ელემენტს იური ჰოვჰანნისიანის პატივსაცემად უწოდა „ოგანესონი“.

მეცნიერების, კერძოდ ბირთვული ფიზიკის დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ის დააჯილდოვა წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით.

ნახეთ მეტი
Back to top button