ანალიტიკამთავარი

ლავროვის დუმილი და ერევანის აზრი “3 + 3”-ზე: თანათავმჯდომარეთა მანდატი უდავოა

თარგმანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგა ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა,  1 ნოემბრის სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. როგორც ჩანს მირზოიან-ლავროვის სატელეფონო საუბრის კუთხით, ეს, სავარაუდოდ, იქნება უახლოეს დღეებში მოსკოვში სომხურ-რუსეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტის ორგანიზების მცდელობის ნაწილი. და ბაირამოვთან შემდეგი სატელეფონო საუბარიც ადასტურებს ამ დაკვირვებას. ამავდროულად, ორი სატელეფონო საუბრის დროს განხილული ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე  3 + 3 ფორმატის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

საქმე ისაა, რომ გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის პრესმდივანმა „3 + 3“ ფორმატზე  დაყრდნობით აღნიშნა, რომ ერევნის მხრივ რეგიონული თანამშრომლობისა და დისკუსიების პერსპექტივები შეინიშნება, თუმცა ნებისმიერი  ფორმატისათვის მნიშვნელოვანია, რომ მის  მონაწილე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დადებითი გააზრება გვქონდეს.

„ჩვენთვის პრინციპულია, რომ შესაძლო თემები, რომლებიც უნდა განხილონ ამ ფორმატში, არანაირად არ ემთხვეოდეს სხვა ფორმატების მანდატს და სხვა განსახილველ საკითხებს“, – განაცხადა რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.  ფაქტობრივად, ერევანი უარყოფს „3+3“-ს   ანუ  მის ე.წ. თურქულ-აზერბაიჯანულ „მოტივს“,  სადაც მთავარი ამოცანაა სომხურ-აზერბაიჯანული საკითხის ამ ფორმატში  მოყვანაა და მაში  უპირატესობის მოპოვება და რეალიზება  მათთვის უკვე გამოცდილი ტექნიკური საკითხია.

ერევანი აღნიშნავს, რომ დადებითი ურთიერთობის შემთხვევაში, ის წინააღმდეგი არ არის განიხილოს რეგიონალური თანამშრომლობის  ფორმატი,  მაგრამ ამ ფორმატმა ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა რეგიონალური მნიშვნელობის ფორმატებს და იყოს მისი დაქვემდებარების ქვეშ, ნათლად  რომ ვთქვათ,  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სფეროდან არცახის საკითხის გაყვანა გამორიცხულია.

აღსანიშნავია, რომ ერევანი  თავის პოზიციას გამოხატავს ლავროვთან მირზოიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თითქმის ლავროვი-ბაირამოვის სატელეფონო საუბრის პარალელურად. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ლავროვს და არარატ მირზოიანს 3+3-ზე არ უსაუბრიათ, ყოველ შემთხვევაში, არც სომხური და რუსული მხარის განცხადებებში  ასეთი თემა არ გაჟღერებულა. ეს თემა  რუსული წყაროების მიხედვით ბაირამოვთანაც არ ყოფილა განხილული.  3 + 3-ს შესახებ მხოლოდ აზერბაიჯანულ მხარეს ახსენებდა, რაც საკმაოდ თვალსაჩინოა. ეჭვგარეშეა, რომ ამ განზომილებაში რუსეთ-თურქულ-აზერბაიჯანულ შეხედულებებს შორის განსხვავებაა და მოსკოვში არ შეინიშნება ხელშესახები ენთუზიაზმი ან აქტიურობა ამგვარი  პერსპექტივის მიმართ. როგორც ავღნიშნე რომში ლავროვი-ჩავუშოღლუს ბოლო შეხვედრაზე, რუსეთს არ სურს ხელი შეუშალოს ამ იდეის გამოვლენას, მაგრამ არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს მის განხორციელებაზე, არამედ ურჩევნია თამაში “ორ განზომილებას შორის”. კი მას კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ  ამჟამად  ეს არის თურქეთ-აზერბაიჯანის  უპირატესობა და რუსეთის წინააღმდეგ  მიმართული გარკვეული მარწუხიც კი. ამ სიტუაციაში ერევანი  მაქსიმალურად ცდილობს დარჩეს თამაშში.

ავტორი ჰაკობ ბადალიან

წყარო: 1in.am

ნახეთ მეტი
Back to top button