მთავარიპოლიტიკა

მჰერ გრიგორიანმა მიიღო აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო აშშ-ს დელეგაცია  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის ხელმძღვანელობით, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის  მთავრობის პრესსამსახური.

ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  იმ დახმარებას, რომელსაც უწევს აშშ  სომხეთს და  წარმოადგინა ის ძირითადი პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას ომისშემდგომ პერიოდში. ამ კონტექსტში ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სომხეთმა მოახერხა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს ანტიკორუფციული პროგრამებისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისკენ მიმართული პროგრამების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ეფექტური თანამშრომლობა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე საუბრისას  ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების როლს და მის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების აუცილებლობას.

მჰერ გრიგორიანმა მთავარ საკითხად სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნება, მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მიიჩნია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა გამოთქვა მზადყოფნა  ხელი შეუწყოს რეგიონში ჰუმანიტარული საკითხების სწრაფ მოგვარებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობისა და ორმხრივი ურთიერთობების არაერთი საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button