ომბუდსმენი: აზერბაიჯანელების გამო სომხეთის ზოგიერთ სოფელში წყალი საერთოდ არ არის
გეღარქუნიქის რეგიონში სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელების ყოფნის გამო ზოგიერთ სოფელს წყალი საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ სომხეთის უფლებადამცველმა არმან თათოიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს აზერბაიჯანული მხარის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგია. “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე არის ადამიანების სიცოცხლის უფლების დარღვევა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ომბუდსმენმა მოჰყვა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ანგარიშში იყო შეტანილი. „ნერქინ ხნძორესკის მცხოვრებთა საძოვრები მთლიანად აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში ადამიანი ვერ დაკავდება სოფლის მეურნეობით. იგივე ვითარებაა სოფელ დავით ბექშიც. მაგალითად, ნერკქინ ჰენდის სკოლა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. შეუძლია თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაასაბუთოს, რომ ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა? რაც შეეხება შურნუხს, სამი სახელმწიფოს ჯარები იმყოფებიან აქ, უფრო მეტიც, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები ყოველდღე თამაშობენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართავენ აზერბაიჯანის ჯარების გაყვანის საკითხს სიუნიქის რაიონის სოფელ წავის ტერიტორიიდან, სადაც აზერბაიჯანელები შევიდნენ 2020 წლის ოქტომბერში. „აქ შეღწევადობის სიღრმე 1,2 კმ-ია. „აზერბაიჯანის ჯარები უნდა გაიყვანონ იქიდან, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ განიხილება“, – განმარტა უფლებადამცველმა.