მთავარიპოლიტიკა

ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2021 წლის 4 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  არმან დილანიანის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი  მერაბ ტურავა და მისი თანმხლები პირნი.

ვიზიტის მიზანია თვისობრივად ახალი იმპულსი  მისცენ ორმხრივი  ურთიერთობების შემდგომ  განვითარებას, ასევე ხელი შეუწყონ  ორმხრივი და მრავალმხრივი სასამართლოთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საუბარი  სომხეთისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს  შორის, შემდეგ შედგება დელეგაციის წევრების გაფართოებული შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან.

ნახეთ მეტი
Back to top button