პოლიტიკა
ბაქოში გამოაცხადეს დიპლომატიური არხებით თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის განხილვის შესახებ
ბაქო აგრძელებს პარტნიორებთან დიპლომატიური გზით ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, ასევე რუსეთის, ირანის და თურქეთის მონაწილეობით რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმის “3 + 3” შექმნის საკითხის განხილვას. ამის შესახებ ხუთშაბათს TASS-ს განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
„ეს ფორმატი განსაზღვრავს რეგიონში შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებს. ამ დროისთვის კონტაქტები დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს. ზოგადად, აზერბაიჯანი მხარს უჭერს ამ პროცესს”, – განაცხადა მან, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დებატები ამ ფორმატის საფუძველზე და შევქმნათ ახალი მექანიზმი, რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა”.