პოლიტიკა

მინისტრის მოადგილე ნაადრევად მიიჩნევს „3+3“ ფორმატის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პოზიციის დაფიქსირებას

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაჰე გევორგიანის აზრით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადი მიდგომა არის ის, რომ ყველა რეგიონულმა ორგანიზაციამ არ უნდა გააიმეოროს უკვე არსებული ორგანოები და სტანდარტები.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არ გვქონდეს რაიმე განმეორება  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეეობასთან. ყველა ეს წინადადება განიხილება და ჯერ ნაადრევია რაიმე პროგრესზე ან რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი”, -,,არმენპრესის“ გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადა გევორგიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, უპასუხა რა ფრაქცია “ჰაიასტანის” დეპუტატ ანა გრიგორიანის კითხვაზე, როგორია სომხეთის პოზიცია „3+3“-ის ფორმატის მიმართ?

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო დროს საერთაშორისო პოლიტიკაში „რეგიონალიზაციის“ პროცესები მიმდინარეობს, და გლობალური მოთამაშეების პარალელურად ძლიერი რეგიონული მოთამაშეები ჩნდებიან.

„თუ ფიგურალურად წარმოვადგენთ, გარკვეული სამგანზომილებიანი ფორმატები იქმნება – გლობალური მოთამაშეების, რეგიონალური მოთამაშეების მონაწილეობით. ამ თვალსაზრისით, არსებობს რამდენიმე წინადადება რეგიონული თანამშრომლობისთვის და “3 + 3” ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ გვჭირდება ერთიანი პოზიცია ყველას მიმართ, რაიმე შემოთავაზების მიმართ წინასწარ შექმნილი კარგი ან ცუდი მიდგომის გარეშე. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის პრიორიტეტია სომხეთის ეროვნული ინტერესების დაცვა, აგრეთვესაფრთხეებისა და რისკების გათვლა“, – დაასკვნა გევორგიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button