საზოგადოება

ოლიგარქი ჯავშნიან მანქანებს ყიდის | რა გახდა ივანიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ოლიგარქმა მოძრავი ქონების გაყიდვა საკუთარ კომპანიას დაავალა. შპს კომპლექს სერვისია ის კომპანია, რომელმაც ივანიშვილის ძვირადღირებული მანქანები საიტზე ატვირთა და დაინტერესების შემთხვევაშიც კონსულტაციას მყიდველს ამ ფირმის წარმომადგენელი გაუწევს.

რატომ მიიღო ქართული ოცნების დამფუძნებელმა მოძრავი ქონების გაყიდვის გადაწყვეტილება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კომპანიაში არავის სურს.

ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, დანარჩენი ორი კი 23 და 25 ათას დოლარადაა შეფასებული. ორი ავტომობილი განსაკუთრებულადაა აღჭურვილი და დაჯავშნილია. ისინი წლების განმავლობაში ოლიგარქის პირად დაცვას ემსახურებოდა. 

ერთი ვერსიით ბიძინა ივანიშვილი ახლა ჩვეულ მეთოდს მიმართავს და ქონების გადამალვას ცდილობს, მეორე ვერსიით კი ის საკუთარ დაცვას აძლიერებს და  მოძველებულ ავტოპარკს აახლებს.

ქართულ ოცნებაში ცდილობენ პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება სხვადასხვა გზებით ახსნან. 

დღეს ერთ-ერთმა ისიც თქვა, რომ გასაყიდად გამოტანილი მანქანები სდსს-ს ბალანსზეა და სიძველის გამო გაყიდვის საჭიროება ამიტომ დადგა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის რომ ოლიგარქმა სახელმწიფოსსაკუთრება მიითვისა და ახლა თავად ყიდის.

ანზორ ჩუბინიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ნახეთ მეტი
Back to top button