მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებმა სამუშაო დებატები გამართეს გაფართოებულ ფორმატში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით დელეგაციის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო დებატები  ორი სასამართლოს გაფართოებული შემადგენლობით. როგორც სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოსცნობაშია ნათქვამი,  დებატების ფარგლებში საუბარი შეეხო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ინდივიდუალური საჩივრის ინსტიტუტის თავისებურებებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოებსა და სხვა სასამართლოებს შორის ურთიერთობას.

თემატური დისკუსიების შეჯამებისას სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ  არმან დილანიანმა და  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა მერაბ ტურავამ ხაზი გაუსვეს მსგავსი პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბების აუცილებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების გაცვლის აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button