აშშ-ის ელჩმა სომხეთში ლინ ტრეისიმ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, აშშ-ს ელჩმა აზერბაიჯანში ლი ლიცენბერგერმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ოლსონმა, კავკასიური მოლაპარაკებების საკითხებით მთავარმა მრჩეველმა ენდრიუ შოფერმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის კანცელარიის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ სოკოლოვსკიმ მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში, რომელიც გაიმართა სომხეთში აშშ-ს საელჩოში. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება სომხეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით.
„შარშან, ახალი კორონავირუსის გამო, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ კონფერენციის ჩატარება, მაგრამ მოხარული ვართ, რომ აღვადგინეთ ეს ხანგრძლივი ტრადიცია რეგიონში, დედაქალაქ ვაშინგტონის ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრის, იდეების, მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე მსგავსი კონფერენციები 2019-2018 წლებში, შესაბამისად იმართებოდა ბაქოსა და თბილისში აშშ-ის საელჩოში.
„სომხეთთან, საქართველოსა და აზერბაიჯანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდაათი წლისთავის წინ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, მხარი დავუჭიროთ რეგიონის ხალხებისთვის უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის მშენებლობას“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.