პოლიტიკა

ალექსანდრე ისკანდარიანი თურქეთის მიერ შემოთავაზებულ „3+3“-ს უშედეგოდ მიიჩნევს

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე ისკანდარიანის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული  „ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა რეგიონში არ იმუშავებს. 6 ნოემბერს ერევანში გამართულ საექსპერტო დისკუსიაზე თემაზე „დერეფანი თუ გზა? როგორი უნდა იყოს სომხეთის პოზიცია“, პოლიტოლოგმა ნაკლებად სავარაუდო მიიჩნია იმ ფორმატის აქტიურობა, რომელშიც ჩართულია ძალიან განსხვავებული ინტერესების მქონე ქვეყნები.

„3+3 ფორმატი, რომელშიც ერთდროულად შეიძლება ჩაერთონ საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი, უბრალოდ ვერ იმუშავებს. თუნდაც ფორმალურად არსებობდეს ეს ფორმატი და წარმოვიდგინოთ, რომ გაფორმებულია ხელშეკრულებები, დოკუმენტები, განცხადებები, სულ ერთია – ეს ფორმატი მაინც არ იმუშავებს. მიზეზი ის არის, რომ ამ 6 ქვეყნის ინტერესები არათუ არ ემთხვევა, არამედ საპირისპირო მიმართულებითაა. ის, რაც რუსეთს, თურქეთს, ირანს, სხვა ქვეყნებს უნდათ, ეს ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, – განაცხადა ალექსანდრე ისკანდარიანმა, იტყობინება “არმპრესი”.

ამ შემთხვევაში რატომ წამოიჭრება ეს ინიციატივა? კითხვის საპასუხოდ ალექსანდრე ისკანდარიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯით თურქეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა, თავისი გავლენა დაამყაროს და ეს ინსტიტუციური გზით გააკეთოს. ანუ ის, რაც მან მიიღო ყარაბაღის ბოლო ომის დროს, ინსტიტუციონალურ ფორმატზე მიიყვანოს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, იქნება განცხადებებიც, მაგრამ ეს ფორმატი არ იმუშავებს.

ნახეთ მეტი
Back to top button