პოლიტიკა

აშშ-ის სენატში აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები განიხილეს

აშშ-ს სენატში „ეროვნული თავდაცვის პრივილეგიების აქტის“ განხილვისას სენატორებმა რობერტ მენენდესმა და ალექს პადილამ წარმოადგინეს საკანონმდებლო ცვლილებების სამი წინადადება.

ერთ-ერთი მათგანია თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლის მოთხოვნების დაცვის აღდგენა (უფრო ცნობილია როგორც „რეზოლუცია 907“), რომელიც აფერხებს აშშ-ის სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანისადმი.

დანარჩენი ორი პროექტი მიმართულია სახელმწიფო დეპარტამენტისადა თავდაცვის დეპარტამენტისადმი  და ითხოვს ინფორმაციას „Bayraktar“ დრონებში  ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ, იმ კონტექსტში, რომ მესამე ქვეყნის მიერ ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება არის, თუ არა  აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევა.

სენატორ ალექს პადილას მესამე საკანონმდებლო წინადადება მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, წარადგინოს ერთობლივი ანგარიში აზერბაიჯანის ომის დანაშაულებებზე 2020 წლის არცახის ომის დროს, მათ შორის თავდასხმების დროს ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენება, თეთრი ფოსფორის, კასეტური საბრძოლო მასალის და სხვა აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ, გარდა ამისა გაირკვეს  უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების ჩართვის საკითხიც.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებები სენატს კენჭისსაყრელად  შესაძლოა მომავალ კვირას წარედგინოს.

ნახეთ მეტი
Back to top button