მთავარიპოლიტიკა

რუსეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობაში მონოპოლიისათვის არ იბრძვის

რუსეთი არ აპირებს სომხეთთან ან აზერბაიჯანთან კომუნიკაციის ექსკლუზიური უფლების მოპოვებას.  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბერს  რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ სამმხრივი განცხადების ხელმოწერის ერთი წლისთავთან დაკავშირებით  გამოქვეყნდა.

„რუსული მხარე არ აცხადებს მონოპოლიას სომხეთთან, აზერბაიჯანთან კომუნიკაციაში, თუმცა ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მჭიდრო მეგობრობა ამ ქვეყნების ხალხებთან, გვაქვს ფართომასშტაბიანი პარტნიორობაც  ყველა სფეროში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო თანამეგობრობის არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, პარალელურად ვითვალისწინებთ ცვალებად რეგიონულ რეალობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დიპლომატიურმა სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სამმხრივი განცხადების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, შეიძლება მშვიდად ვუარვყოთ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ რესურსებზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება სადაც ნათქვამია,  რომ   “რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა მიმართული იყო “მთიანი ყარაბაღის გამოყოფისკენ”,   აზერბაიჯანისათვის „გადაცემაზე“,   სომხეთის  „პროტექტორატად“ გადააქცევისკენ.  

„მსგავსი განცხადებები პოპულისტურ ხასიათს ატარებენ,   აშკარად საგარეო დაკვეთას ემსახურებიან, არავითარი კავშირი არ აქვთ რეალობასთან“, – აცხადებს   რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ ინიცირებული ყველა სამმხრივი დოკუმენტი და მექანიზმი თავსმოხვეული არ ყოფილა მხარეებისთვის,   არამედ ეფუძნებოდა ინტერესთა შემოწმებულ  ბალანსს, რაც ითვალისწინებს ერევნისა და ბაქოს სუვერენიტეტული  ინტერესების მიმართ პატივისცემის გამოვლენას.

„ჩვენს რიგ ინიციატივებზე ვერ შევთანხმდით, ეს ნორმალურია, მაგრამ შეთანხმება, უნდა ითქვას მიღწეული იქნა დიდი ძალისხმევის შედეგად და ეფექტურად ხორციელდება პრაქტიკაში“, – აცხადებს   დიპლომატიური  უწყება.

რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოლაპარაკებების დაწყებას მისი შემდგომი დემარკაციისთვის.

„2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებაში დაფიქსირებულია  მნიშვნელოვანი დებულება  – რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვა. მიგვაჩნია, რომ პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა არის სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყება, რომელსაც შედეგად მოჰყვება საზღვრის დემარკაცია. რუსეთი მზადაა გაუწიოს საჭირო საკონსულტაციო დახმარება,მხარეთა მოთხოვნით  უზრუნველყოს საჭირო კარტოგრაფიული მასალები,  გაუზიაროს მისი მდიდარი გამოცდილება სხვა ქვეყნებთან საზღვრების დემარკაციის  საკითხში“,  – აცხადებს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან საზღვრის ყველაზე პრობლემურ ადგილებში, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები და მოაგვარონ ინციდენტები, ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო დეპარტამენტების მუშაობა შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე ორგანიზებული იყო 24 საათიანი რეჟიმით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების, ასევე სამხრეთ კავკასიაში ზოგადი  ვითარების დარეგულირებისათვის მიმართული ერთობლივი მუშაობის ძირთად ელემენტს წარმოადგენს სამმხრივი სამუშაო ჯგუფი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვმა  გადაწყვიტა გააგრძელოს აქტიური მუშაობა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი). „დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საყოველთაოდ აღიარებული ფორმატის  პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან. თანათავმჯდომარეების გეგმებია რეგიონში ვიზიტი, კონტაქტების გაგრძელება „3 + 2“ფორმატით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხსენებს, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის რვა შეხვედრის შედეგად, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები, წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სარკინიგზო  და საავტომობილო გზები, მეზობლებტან სომხეთ-აზერბაიჯანის კავშირის აღდგენის მიზნით. ყოველივე ეს   გაზრდის რეგიონის სატრანზიტო მიმზიდველობას და მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს. ამასთან დაკავშირებით, რუსეთსა და სომხეთს მიეცემათ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” საერთაშორისო პულსის რეალიზაციის დამატებითი პერსპექტივები.

„ზანგეზურის დერეფნის“  გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ყველა განბლოკილი, ახლად შექმნილი სატრანსპორტო მარშრუტი იმუშავებს იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, რომლებზეც ისინი გადიან.

ნახეთ მეტი
Back to top button