სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სამმხრივი შეხვედრა ამ დროისთვის არ იგეგმება, ამის შესახებ „სომხეთის საზოგადოებრივ რადიოს“ აცნობეს მთავრობიდან.
მანამდე რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ჩატარდება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის ვიდეოკონფერენცია.