ანალიტიკა

“3 + 3” ფორმატი არის თურქული პროექტი, მისგან გამომდინარე მთელი შედეგით: ექსპერტი

“3 + 3” ფორმატი თურქული პროექტია, მისგან გამომდინარე მთელი შედეგით. ამის შესახებ NEWS.am-ს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, თურქოლოგმა რუბენ მელქონიანმა განუცხადა.

მან შეახსენა, რომ ეს ინიციატივა 2008 წელს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც თურქეთმა წამოაყენა იდეა კავკასიური პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელშიც იგივე ექვსი ქვეყანა იქნებოდა ჩართული.

„ახლა ერდოღანმა განაახლა ეს ინიციატივა, რომელმაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. იდეის განხორციელება ნიშნავს, რომ თურქეთი დე იურე იქნება ჩართული სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ პრობლემებში.

თუ ანკარა არ არის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და მისი ხელმოწერა არ არის  2020 წლის 9 ნოემბრის დეკლარაციაზე, მაშინ იურიდიული თვალსაზრისით ფორმატი “3 + 3” მისცემს მას უფლებას მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე პროცესებში და გარკვეულწილად მოგვევლინოს მბრძანებელის როლში.

ეკონომიკური კომპონენტი აქაც აშკარაა. ის ქადაგებს  რომ გაიხსნება საზღვრები, ადგილი ექნება ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, თუ ეს თურქული პროექტია,გამორიცხული არ არის, რომ  ის  სხვადასხვა ფარულ და აშკარა მიზნებს მოიცავს.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რა ბედი ეწევა არცახის თვითგამორკვევის საკითხს. გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი დღის წესრიგიდან არცახის საკითხის ამოღებას? ეს საკითხი უკანა პლანზე არ გადავა?

მეორე ცვლილება შემდეგია. 2008 წელს სხვა სიტუაცია იყო, რუსეთმა და ირანმა გულგრილობა გამოიჩინეს თურქეთის შეთავაზების მიმართ და წინ არ წასულან. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი მიდრეკილია ამ წინადადებისაკენ. ლავროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი წინააღმდეგი არ არის.

ნაბიჯებს დგამს ირანიც, რომელიც სომხეთთან ახალ ალტერნატიულ გზაზე, სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე მიმავალ გზაზე საუბრობს. ბაქო, რა თქმა უნდა, თანახმაა. საქართველოს პოზიციაზე ინტრიგა რჩება, რადგან პრობლემებია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. არის სომხეთის პოზიციაც, რომელსაც პასუხი არ გაუცია და მის პასუხსაც არავინ არ ელოდება. ეს განპირობებულია იმით, რომ ერევანს არ აქვს წინააღმდეგობის პოტენციალი და მიიღებს იმ ფორმატს, რომლის გარშემოც თურქეთი, რუსეთი და ირანი შეთანხმდებიან.

ეს პროგრამა გვპირდება აშკარა განვითარებას, უსაფრთხოებას და მშვიდობას. მაგრამ საკითხავია რის ფასად იქნება შესაძლებელი ამ მშვიდობის მიღწევა. ეს გულისხმობს ყარაბაღის საკითხის დახურვას და არცახის აღიარებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. ნიშნავს თუ არა ასეთი განვითარება თურქეთის მიერ სომხეთის ეკონომიკურ ექსპანსიას? რა თქმა უნდა, კი.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პროგრამა 100%-ით არის პროსომხური. „აზერბაიჯანის სწრაფვა  ამ ფორმატის განხორციელებისაკენ  აძლიერებს ჩემს ეჭვებს“, – განაცხადა რუბენ მელქონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button