ეკონომიკა

დიასპორის სომეხი სპეციალისტების სომხეთისა და არცახის მთავრობებში ჩართვის პროგრამის სისრულეში მოსაყვანად დაიხარჯება 250 000 აშშ დოლარი

სომხეთის  ეროვნული ასამბლეის ცნობით, პრემიერ-მინისტრის  აპარატის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისს  ბიუჯეტიდან 2022 წლისათვის   გამოეყო  1 300 000  აშშ დოლარი  მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტისა   სფეროებში პროგრამების განსახორციელებლად.  ხარჯვითი პროგრამები კომისარმა ზარე სინანიანმა წარადგინა.

ოფისი იმუშავებს ორი მიმართულებით. დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი  სომხეთ-დიასპორას თანამშრომლობის პროგრამას მოხმარდება, ხოლო 430 000 აშშ დოლარი   – სომხეთის განვითარების პროცესებში დიასპორის პოტენციალის ჩართვის პროგრამას.

საგანმანათლებლო პროგრამა „ნაბიჯი სახლისკენ“  4 ეტაპად 400-მდე ადამიანის მონაწილეობით განხორციელდება. ღონისძიების „დიასპორის ახალგაზრდა ელჩის“ განსახორციელებლად 25 000 აშშ დოლარი  იქნება გათვალისწინებული. სომხეთისა და არცახის მთავრობებში დიასპორული სომეხი სპეციალისტების ჩართვისთვის პროგრამისაკენ  „მოქმედება“ 250 000 აშშ დოლარი  იქნება მიმართული. სომხეთ-დიასპორის პარტნიორობის ცნობიერების ამაღლების პროგრამისათვის  უზრუნველყოფილი იქნება 126 000 აშშ დოლარი.

ზარეჰ სინანიანის თქმით, ჩამოსულთათვის ერთი ფანჯრის პრინციპი იმოქმედებს, რათა ჩამომსვლელებს გაუადვილდეთ ინტეგრირება. ღონისძიება იმართება ფონდ „ჰრაირ ჰოვნანიანის“ მონაწილეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button