პოლიტიკა

ვითარება რეგიონში კვლავ მყიფეა. სრ საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ გაჩაღებულ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვა სომეხი ხალხისთვის, ასევე ახალი გამოწვევები წარმოშვა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში. ამის შესახებ ჟურნალ “Nouvelles d’Arménie”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები 9 ნოემბერს შეწყდა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი განცხადებით, სიტუაცია კვლავ მყიფეა. ეს გამოწვეულია ზემოაღნიშნულ განცხადებაში აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების შეუსრულებლობით, კერძოდ, გარკვეული დებულებების დამახინჯებით, სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების მძევლად აყვანით, ასევე საომარი და ექსპანსიონისტური რიტორიკით. სომხეთის სუვერენული ტერიტორიების მიმართ ხელყოფით და ძალის გამოყენების ახალი მუქარით.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციული ქცევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც, რასაც, მაგალითად, შევხვდით ტრანზიტული გადაზიდვების მიმართ დაუშვებელი ნაბიჯების განხორციელებისას. სამწუხაროდ, მესამე ქვეყნების მხრიდან ამ ქცევის წახალისება, ისევე როგორც ანტისომხური საომარი რიტორიკა, დამატებით დაბრკოლებებს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დასამყარებლად და დასძინა, რომ ჩვენი მთავრობის პროგრამაში მკაფიოდ არის გამოხატული მზადყოფნა წვლილის შესატანად რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button