მთავარიპოლიტიკა

„ზანგეზურის დერეფნის“ თემა ჯერ კიდევ 2020 წლის 9 ნოემბრისათვის იყო დახურული: ნიკოლ ფაშინიანი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან 9 ნოემბერს შეხვედრის გამართვაზე შეთანხმება არ ყოფილა,  – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ თემა 2020 წლის 9 ნოემბრისათვის უკვე დახურული იყო.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ რუსეთის ფედერაციის პოზიციას ფაქტების  საჯაროობის  საკითხთან დაკავშირებით, რადგან რუსეთის ფედერაციას ამ საკითხის ირგვლივ სხვა პოზიცია არ დაუფიქსირებია. ფაქტობრივად, სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული იქნა უზარმაზარი სამუშაო, მე ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ შესრულებულ სამუშაოს. ყველაზე რთული არის რეზოლუციების საკითხი, რომლითაც უნდა მოხდეს კომუნიკაციებს გახსნა და შემდგომში მისი მოქმედება“.

ნახეთ მეტი
Back to top button