საზოგადოება

თბილისსა და მარნეულში ნარკორეალიზატორები დააკავეს: ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება

თბილისსა და მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაციისას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალაქ მარნეულში, მეორე კი თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

პოლიციამ ფონიჭალაში დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად 700 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

მარნეულში მეორე დაკავებულის ჩხრეკისას მისი სახლის დამხმარე შენობაში 500 გრამზე მეტი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

დანაშაული 8- 20 წლამდე ან განუსაზღვრელი ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button