საზოგადოება

თითოეულ აცრილ პენსიონერს 200 ლარი

საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული პენსიონერები 1 იანვრამდე ერთჯერად 200 ლარს მიიღებენ. “ალიკ მედიის” ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეიდან ყველა პენსიონერი, რომელსაც აცრა ჩაუტარდება, ერთჯერად საპენსიო დანამატს 200 ლარს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ დანამატი ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ მოხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button