პოლიტიკა

თურქული სიყალბე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი იმუქრება: ,,სომხეთმა უნდა დაასრულოს მტრობა და წინ იხედოს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი სომხების გენოციდის უარყოფას უმატებს რა აზერბაიჯანის 44-დღიან აგრესიას მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ, მშვიდობას ქადაგებს  და კიცხავს სომხეთს. თურქეთ-აზერბაიჯანული ტანდემის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის წლისთავზე აქარი ეწვია ბაქოს და ანტისომხური განცხადებები გააკეთა.

კერძოდ, თურქმა მინისტრმა მოუწოდა სომხეთს თავი დაანებოს მტრულ პოლიტიკას და შეუერთდეს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმას 3+3. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა „ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინეს მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი ცხოვრების შესაქმნელად და კარი გაუღეს ახალი ეპოქისკენ, რომელიც დაფუძნებული იყო სტაბილურობასა და თანამშრომლობაზე“.

„ჩვენ ველით, რომ სომეხი ოფიციალური პირები, რომლებიც უარს იტყვიან თავიანთ ამჟამინდელ პოლიტიკაზე, გამოიყენებენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას, მათ შორის ჩვენს შეთავაზებას 3 + 3 პლატფორმაზე“, – თქვა მან.

მან დასძინა, რომ ომი ყარაბაღში დასრულდა და “ახალი ბრძოლა დაიწყო კავკასიაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ მომავალი სიძულვილზე ვერ აშენდება. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს მტრობა და იხედოს წინ. „ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა აქარმა.

აქარის განცხადება რეალურად ნიშნავს იმას, რომ თურქეთი ითხოვს სომხეთს შეწყვიტოს ძალისხმევა სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებისთვის. მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა თურქი მინისტრის მიერ დაპირებული „მცდელობები“ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც 44-დღიანი ომის მაგალითი: უპილოტო თვითმფრინავები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აკრძალული იარაღი, დაქირავებულები ახლო აღმოსავლეთიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button