რა საგარეო პოლიტიკას ატარებს სომხეთი: არარატ მირზოიანის კომენტარი
სომხეთს აქვს სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი მრავალშრიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო-პოლიტიკური, უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ჰუმანიტარული და კულტურული სფეროები. ამის შესახებსომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალ “Nouvelles d’Arménie”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამავდროულად, სომხეთი ხაზს უსვამს თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა განზომილებაში, ურთიერთსასარგებლო, საერთო- დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით.
„ამ კუთხით, მინდა ხაზი გავუსვა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელობას. ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ქმნის ძლიერ სამართლებრივ საფუძველს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობისთვის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. შეთანხმების ეფექტური განხორციელება გააძლიერებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა, გარემო და კლიმატი, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ჯანდაცვა და ა.შ.
„აღმოსავლეთის პარტნიორობა ასევე ძალიან ძლიერი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას და მუშაობას მასშტაბის ინკლუზიის გასაძლიერებლად და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.