მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მხარს უჭერს არცახის კონფლიქტის მოგვარების პროცესის სრულ განახლებას. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

მიუხედავად აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ არსებობს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ისევე როგორც მრავალი სხვა სახელმწიფო, იზიარებენ სომხური მხარის პოზიციას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება და უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატის ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით. სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს მოგვარების პროცესის სრულად განახლებას. ამის შესახებ ჟურნალ “Nouvelles d’Arménie”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანად მიგვაჩნია ნიუ-იორკში გამართული შეხვედრები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, იძლევა შესაძლებლობას განიხილონ და გადაწყვიტონ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც, კერძოდ, ეხება ყველა სომეხი სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირთა მძევლების რეპატრიაციას. უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების და მშვიდობიანი მოქალაქეების ბედისწერის შემდგომ განმარტებას, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ არცახის ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

 „ამ პრიორიტეტული ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა შექმნის აუცილებელ პირობებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატის ქვეშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მოგვარების შესახებ არსებითი დისკუსიების დასაწყებად, ეუთოს მჯ ცნობილ პრინციპებსა და ელემენტებზე დაყრდნობით, მათ შორის ერების თვითგამორკვევის უფლების ჩათვლით“,-აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს რეალური როლი კონფლიქტის მოგვარებაში, მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა, წარმოადგენენ რა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის მანდატის მქონე ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის ერთობლივ და თანმიმდევრულ ძალისხმევას, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ უმაღლესი დონის თანათავმჯდომარე ქვეყნების შემდგომი შუამავლობა მიმართულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button