მთავარიპოლიტიკა

3 + 3 ფორმატს არ უნდა ჰქონდეს დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომლებიც უკვე განიხილება და შეთანხმებულია სხვა ფორმატებში: ფაშინიანი

სომხეთი დაინტერესებულია რეგიონული თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობით, მაგრამ პრობლემა ნიუანსებშია.  3 + 3 ფორმატზე საუბრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„სომხეთმა  ამ რამდენიმე ხნის  წინ გამოთქვა თავისი პოზიცია 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ  რეგიონული თანამშრომლობა მთავრობის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს.  3+3  შესაძლო ფორმატში დღის წესრიგში არ უნდა იყოს ისეთი საკითხები, რომლებსაც უკვე განვიხილავთ სხვა ფორმატებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მან განსაკუთრებით აღნიშნა რეგიონში კომუნიკაციების გახსნის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები. „თუ ეს ფორმატი მოიტანს ახალ დღის წესრიგს, ორმხრივად მისაღები დღის წესრიგს, მაგალითად, რეგიონში ეკონომიკური სატრანზიტო შესაძლებლობების შესწავლას, მაშინ შეიძლება დავინტერესდეთ. თუ არსებობს შეთანხმებული საკითხი სხვა ფორმატში, მაშინ 3 + 3 ფორმატს  არ უნდა ჰქონდეს დღის წესრიგში იგივე საკითხები.  შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 3 + 3 არ არის ერთადერთი შეთავაზება, რომელიც ჩვენ  გვაინტერესებს. ჩვენ ეს პოზიცია  გამოვხატეთ და გამოვხატავთ მომავალშიც“.  

ნახეთ მეტი
Back to top button