მთავარიპოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი სომეხთა გენოციდის შესახებ

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნით კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ განცხადება „ჰაი დატის“  ბრიტანეთის ოფისმა გაავრცელა.

„დღეს ისტორიული დღეა სომხური საქმისთვის. დღეს სომეხთა გენოციდის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს. შემდეგი განხილვა   2022 წლის  18 მარტს  გაიმართება. ჩვენ მადლობელი ვართ ტიმ ლუფტონისა და ამ წარმატების ყველა მხარდამჭერის“, – ნათქვამია „ჰაი დატის“  ბრიტანეთის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონპროექტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობისაგან მოითხოვს სომეხთა 1915-1923 წწ. გენოციდის ოფიციალურად აღიარებას,   სომხების გენოციდის და მის  მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის განსაკუთრებული წესის დაკანონებას,  ასევე სომეხთა გენოციდის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ომის დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისადმი ხელშეწყობას.

ნახეთ მეტი
Back to top button