პოლიტიკა

ევროკავშირის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების საკითხში

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გადაუჭრელი საკითხების მოგვარების საკითხში დგას სომხეთის, აზერბაიჯანის და რეგიონის გვერდით.

 „დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც დაიღუპა და დაშავდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კონფლიქტის დროს. გადაუჭრელი საკითხები უნდა მოგვარდეს რათა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხები ერთად წავიდნენ წინ ყოვლისმომცველი, ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ევროკავშირი დგას თქვენს და რეგიონის გვერდით“, – დაწერა ტოივო კლაარმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე, იტყობინება ,,არმენპრესი“.

ნახეთ მეტი
Back to top button