მთავარიპოლიტიკა

მჰერ გრიგორიანმა მიიღო სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამის ახლადდანიშნული მუდმივი წარმომადგენელი

სრ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამის ახლადდანიშნული მუდმივი წარმომადგენელი ნათია ნაცვლიშვილი.

“არმენპრესი”-ს გადმოცემით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში აცნობეს, რომ მიესალმა რა სტუმარს  ვიცე-პრემიერმა მას მიულოცა დანიშვნა და წარმატებები უსურვა მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებაში.

ნათია ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მზადაა ძალ-ღონე არ დაიშუროს ერთობლივი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აღინიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები, შეეხნენ პროგრამებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

მჰერ გრიგორიანმა და ნათია ნაცვლიშვილმა მოსაზრებები გაცვალეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების, სომხეთში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და საჯარო მმართველობის რეფორმების გარშემო.

ნახეთ მეტი
Back to top button