მთავარიპოლიტიკა

პესკოვი: უაღრესად მნიშვნელოვანია განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა გასულ წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

უაღრესად მნიშვნელოვანია გასული წლის 9 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი განცხადება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, იტყობინება TASS-ი.

„ერთი წლის წინანდელი დოკუმენტები მიგვაჩნია უაღრესად მნიშვნელოვნად, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის.

„ამ დოკუმენტებმა, ხელი შეუჭყო  დასრულებას და გზას გაუხსნა რეგიონული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მშვიდობიან განვითარებას“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

„რუსი სამშვიდობოები და რუსული ჯარები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს რეგიონში, უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და ლტოლვილთა დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა პესკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button